კვლევა

უკანასკნელი მასშტაბური კვლევა, რომელიც 2015 წელს ჩატარდა საქართველოში და რომელშიც მონაწილეობა მიიღო 190 სკოლის მოზარდებმა,საკმაოდ მძიმე სურათს ქმნის:

1.      ქართველ მოსწავლეებში სიცოცხლის განმავლობასი თამბაქოს მოხმარება აღინიშნება 43% ში.

2.      მოსწავლეების 85 % აღნიშნა ,რომ სიცოცხლის მანძილზე ერთხელ მაინც მიუღია ალკოჰოლი

3.      მოსწავლეების 11% აღნიშნავს ,რომ სიცოცხლის მანძილზე ერთხელ მაინც გაუსინჯავს მარიხუანა ან ჰაშიში ( კანაფი)

4.      მოსწავლეთა 4% აღნიშნავს რომ ერთხელ მაინც გაუსინჯავს ექსტაზი

5.      2% მაინც გაუსინჯავს ამფეტამინები და კოკაინი.

  ბევრ სხვა კარგ რამეში რომ პირველები ვიყოთ ძალიან კარგი იქნება, მაგრამ სამწუხაროდ ასე არაა..ევროპის მასშტაბით ჩატარებულ კვლევებში ქართველი მოზარდები ალკოჰოლის მოხმარების მხრივ პირველ ადგილზე არიან.კერძოდ გამოკითხულთა 72% . ალკოჰოლი ნებსიმიერი სოციალური მოვლენის და ღონისძიების განუყრელი ნაწილია.




კვლევის შედეგი:

    სკოლაში ჩატარდა პატარა კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს V-XII კლასის მოსწავლეებმა. გენდერული ბალანსი მეტ-ნაკლებად დაცული იყო. კითხვარის ანალიზის შემდეგ, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა. სკოლის მოსწავლეები თანხმდებიან იმაზე, რომ საზოგადოებრივ ადგილებში მოწევა უნდა იკრძალებოდეს, თუმცა ორად გაიყო მათი აზრი კითხვაზე, საკმარისია თუ არა სკოლაში განხორციელებული ღონისძიებები მოწევის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენი მოსწავლეების ნახევარი თვლის, რომ სკოლის აქტიურობა საკმარისია, ხოლო მეორე ნახევარი თვლის, რომ ეს საკმარისი არ არის. ასევე ორად გაიყო აზრი სიგარეტის არასრულწლოვანებზე მიყიდვასთან დაკავშირებით. და ბოლოს, აღმოჩნდა, რომ ყველა მწეველი არის ოჯახიდან, რომლის ერთ-ერთი წევრი მაინც არის მწეველი, თამბაქოს მომხმარებელი.
კვლევის კითხვარი:

                 1.   ეწევით თუ არა?
ა) კი;       ბ) არა.

2.   არის თუ არა თქვენს ოჯახში მწეველი?
ა) კი;       ბ) არა.

3.   უნდა იყიდებოდეს თუ არა სიგარეტი არასრულწლოვნებზე?
ა) კი;       ბ) არა.

4.   უნდა იკრძალებოდეს თუ არა მოწევა საზოგადოებრივ ადგილებში?
ა) კი;       ბ) არა.

5.   საკმარისია თუ არა სკოლის აქტიურობა (განხორციელებული ღონისძიებებით) მოწევის წინააღმდეგ საბრძოლველად?
ა) კი;       ბ) არა.
  

Комментариев нет:

Отправить комментарий