აქცია-გაკვეთილი

პროექტის ფარგლებში 8/2 კლასმა, ბიოლოგიის  პედაგოგის ინგა მარგალიტაძის ხელმძღვანელობით მოაწყო აქცია, შეხვდა მოსახლეობას. აქცია მიზნად ისახავდა სიგარეტის მოწევის ანტიპროპაგანდას
























 აქცია-გაკვეთილი 7/ბ კლასში, თემაზე: 

1. ,,ჯანმრთელი ცხოვრების წესთან დაკავშირებული

 პრობლემები მოზარდებში “

ბიოლოგიის პედაგოგი: ირმა უკლება

   რა სარგებლობა მოაქვს  ჯანმრთელი ცხოვრების წესს:

1.      ხელს უწყობს ორგანიზმის ჯანსაღ ზრდა-განვითარებას
2.      ეხმარება სასურველი წონის მიღწევასა და შენარჩუნებაში
3.      აძლიერებს ძვლებს და კუნთებს
4.      არეგულირებს და აბალანსებს კოორდინაციის უნარებსა და ქცევებს
5.      აუმჯობესებს კომცენტრაციასა და აზროვნების უნარებს
6.      ამაღლებს საკუთარი თავის რწმენასა და თავდაჯერებულობას
7.      ათავისუფლებს სტრესისაგან და ასვენებს ორგანიზმს/გონებას
8.      უზრუნველყოფს სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას.

ძალზედ ბევრია გასაკეთებელი მოზარდების ინფორმაციულობის კუთხით, რომ მათ უალტერნატივოდ მიიჩნიონ მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება



ანა წიფურია
ქეთი ბარკალაია
დავით თედორაძე
ნუცა კარტოზია

მარიამ ივანაშვილი
ნიკოლოზ ჭყონია


2. თამბაქოს ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე
                                             7/ბ კლასი
                                                                   პედაგოგი: ირმა უკლება (ბიოლოგია)


ათუკა დუგლაძე

ანა წიფურია
ნიკოლოზ ლორთქიფანიძე

მარიამ ივანაშვილი

ნუცა კარტოზია

ივა ჩინჩალაძე

დავით თევდორაძე

ნიკოლოზ ჭყონია

ნიცა მარაქველიძე


გაკვეთილზე გამოყენებული ვიდეომასალა:




გამოყენებული რესურსები:







"ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი არჩევანია"
8/ა კლასი
პედაგოგი: ინგა მარგალიტაძე (ბიოლოგია)
 

რა  არის  ცხოვრების  ჯანსაღი  წესი ?

ცხოვრების  ჯანსაღი  წესი  ნიშნავს  ცხოვრების  ისეთ  სტილს,   როდესაც   ხდება  ადამიანის  ჯანმრთელობისათვის  სასარგებლო  ფაქტორების  ხელშეწყობა  და  მავნე  ფაქტორების  ზემოქმედების  შესუსტება.

ადამიანის  ჯანმრთელობა,ჯანმრთელობის  მსოფლიო  ორგანიზაციის(ჯანმო)   განმარტებით,  არის:  ადამიანის  სრული  ფიზიკური,  სულიერი  და სოციალური  კეთილდღეობა  და  არამხოლოდ  დაავადებათა  დაზიანებათა  არარსებობა.

  ჯანმოს  ექსპერტთა  დასკვნით  ადამიანის  ჯანმრთელობა  50%  ით  დამოკიდებულია  მისი  ცხოვრების  წესზე,  20  %   გენეტიკაზე,  20%  გარემო  ფაქტორებზე  და  10  %-ით-  მედიცინასა  და  სამედიცინო  მომსახურების  განვითარების  დონეზე.  ფაქტორებზე  და  10  %-ით-  მედიცინასა  და  სამედიცინო  მომსახურების  განვითარების  დონეზე.

ჯანმრთელობის  ხელშეწყობა  არის  პროცესი,  რომლის  დროსაც  თითოეულმა  ადამიანმა  უნდა  აკონტროლოს  თავისი  ჯანმრთელობა  და  იზრუნოს  მისი  გაუმჯობესებისათვის.  ჯანმრთელობის  წინაპირობას  წარმოადგენს  მშვიდობა  ქვეყანაში,  სუფთა  გარემო,  სოციალურ  ეკონომიკური  სტაბილურობა  საზოგადოებაში  ჩართულობა,  სრულფასოვანი  განათლება,  ბალანსირებული  კვება,  ფიზიკური  აქტივობა.

  ამრიგად  ,  ცხოვრების  ჯანსაღი  წესი  არა  მხოლოდ  ინდივიდის,  არამედ  მთელი  საზოგადოების  და  სახელმწიფოს  პრობლემაა.

  საზოგადოების  ყოველმა  წევრმა  უნდა  იზრუნოს  ცხოვრების  ჯანსაღი  წესის   დასამკვიდრებლად,  გაითავისოს  ის  პრობლემები,   რომლებიც  დრომ  მოიტანა.   განსაკუთრებით  დიდ  საფრთხეს  წარმოადგენს  ნარკოტიკული  ნივთიერებების,  ალკოჰოლის,  თამბაქოს  მოხმარება.  საზოგადოების  თითოეულმა  წევრმა  უნდა  გაიაზროს  და  გაითავისოს  მათი  მოხმარებით  გამოწვეული  სავალალო  შედეგები.  თითოეულმა  ადამიანმა  უარი  უნდა  თქვას  მათ  მოხმარებაზე  და  მის  გარშემო  მყოფებსაც  ამისკენ  მოუწოდოას.

171_ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გააკეთეს პროექტი „ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი არჩევანია“ , რომლის მიზანიც გახლდათ თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების პრევენცია ახალგაზრდებში. პროექტის ფარგლებში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციებს ამ ნივთიერებების შესახებ და მათი მოხმარებით გამოწვეული მოკლევადიანი და გრძელვადიანი უარყოფითი შედეგების შესახებ. განახორციელეს საინტერესო აქტივობები, ჩაატარეს კვლევები მათ საახლობლო წრეში და შექმნეს სტატისტიკური მონაცემები. გამოთქვეს მოსაზრებები თუ რა უბიძგებთ მოსწავლეებს ამ მავნე ნივთიერებებისაკენ.  მოიყვანეს მაგალითები ცხოვრებისეული პრაქტიკიდან. იმსჯელეს იმის შესახებ თუ რატომ არ უნდა მოიხმარონ ეს ნივთიერებები, პასუხები გაამყარეს შესაბამისი არგუმენტებით.  იმუშავეს ამ ნივთიერებების ანტირეკლამაზე, შექმნეს პლაკატები, ფილმი, პოსტერები, რითაც შეეცადნენ ცნობიერების ამაღლებას თანატოლებისათვის და ნაცნობებისათვის. 














Комментариев нет:

Отправить комментарий